Wednesday, April 30, 2014

მერვე დღის რეფლექსია


დღევანდელი  დღე  ჩემთვის  დაიწყო  იმით  რომ  ,  ვერ  შევძელი ჩემს კომპიუტერთან  მუშაობა  პროცესორის  დაზიანების გამო , მაგრამ   მომიწია სხვა ადგილას მუშაობა ,  რომელიც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა ,  ჩვენი ტრენერის  შორენა  ბადურაშვილის  დახმარებით  შევძელი  ყველა დავალებისთვის   თავის  გართმევა , ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო ჩემთვის ყველაზე მეტად ტრერინგის  მერვე დღე , რადგან  ვისწავლე   ჩემთვის უცნობი  ბევრი  ახალი  რამ , ეს იყო  ბლოგზე  სურათების, ვიდეოს ,   ანიმაციების , გაჯეტების  და კითხვარების  დადება , გადავხედეთ  ჩვენს  ნამუშევრებს , ასე რომ ,  ყოველივე  ტრერინგზე  ნასწავლს  აუცილებლად გამოვიყენებ  სწავლების  პროცესში .

Thursday, April 24, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


დამთავრდა ტრერინგის მეშვიდე დღეც , რომელიც ძალიან  შრომატევადი იყო, ვიმუშავეთ 6-ე მოდულზე, განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რომელსაც მე  აუცილებლად გამოვიყენებ  სასწავლო პროცესში მუშაობისას, გავეცანი ფასილიტაციის მასალებს, ვიმუშავე  სასწავლო პროექტის  გეგმაზე,  ვისწავლე ბლოგზე ჩემი ნამუშევრის ატვირთვა  და  მასზე ლინკის დადება 

Wednesday, April 23, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია


დამთავრდა ტრერინგის მეექვსე დღე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, განვიხილეთ  5–ე  მოდული , რომელიც მოიცავდა მოსწავლეთა პროექტების შეფასებებს. შევადგინე მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა და უკეთ გავერკვიე  ზოგადი შეფასების სისტემაში , აგრეთვე  საინტერესო იყო ჩემი პროექტების შეფასების რუბრიკაზე მუშაობა.

Friday, April 18, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია


დღეს ჩვენ გავეცანით  3 და 4 მოდულებს. ტრერინგი დაიწყო იმით , რომ ჩემს მეწყვილესთან ერთად მოვახდინეთ ნამუშევრის შეფასება , მივიღე რჩევები  და მეც გავუზიარე ჩემი მოსაზრებები . ვისწავლე კომენტარების გაკეთება ბლოგზე , word-სა  და Google-Drive-ში . 
განვიხილეთ  საავტორო უფლებების დაცვის , სხვისი ნაშრომის გამოყენების შემთხვევაში ავტორის სათაურისა  და  ელ–მისამართის მითითების  წესებს.
გადავხედეთ მოსწავლეთა ნამუშევრებს . 
   მინდა ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე  დღესასწაული

Thursday, April 10, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია


დღეს ტრერინგზე გავაკეთეთ შეფასების სქემა და სასწავლო  პროექტის პრეზენტაცია , საინტერესო და სახალისო იყო  დღევანდელი დღეც, მოლოდინი  დიდი მაქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება

შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე


თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხები


ჯგუფებზე დაკვირვება


თანასწორთა  უკუკავშირი


კითხვები



რუბრიკები
პროდუქტები



წერითი და ზეპირი ტესტები
რუბრიკები  და ქულების მინიჭების ფორმები

ტესტური კითხვები



Wednesday, April 9, 2014

მესამე დღის რეფლექსია


როგორც ყველა დღე  განვლილი  ტრერინგების , დღევანდელი დღეც იყო  დატვირთული და საქმიანი, საინტერესო იყო მიმართულების მიმცემ  კითხვებზე მუშაობა , ვიმუშავე  სტანდარტებზე,მიზნებსა და შედეგებზე


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

  • შეუძლია  ერთ ადამიანს  მოახდინოს  ეპოქალური ცვლილება?

თემატური კითხვები

  • როგორ იქონიეს  გავლენა    ისტორიაზე  ცალკეულმა  პიროვნებებმა?
  • რა იყო ნაპოლეონის ომების  მთავარი  მიზანი?


შინაარსობრივი კითხვები
  • რა  მიღწევები  ჰქონდა   თქვენს  მიერ  გამორჩეულ ისტორიულ  პიროვნებას ? 
  • რას  ემსახურებოდა ნაპოლეონის მიერ განხორციელებული რეფორმები?
  • რის მიღწევა უნდოდა   ნაპოლეონს ,,კონტინენტური ბლოკადით“?
  • რატომ  დამარცხდა  ნაპოლეონი?


Thursday, April 3, 2014

მეორე დღის რეფლექსია


                                                           
მეორე  დღეც  საინტერესო იყო , გავეცანით ბუკლეტების მომზადებას,ვნახეთ  შაბლონები , ვიმუშავეთ  word-ში, გუგლდოკუმენტებში, იმედი მაქვს შევძლებ მის გამოყენებას  სასწავლო პროექტის მომზადებაში.

პირველი დღის რეფლექსია

                                       

 დამთავრდა პირველი დღე, გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს ,პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას და  პროექტის მონახაზს, შევქმენით  საქაღალდეები  თითოეული მოდულის  მასალების  შესანახად, მოგვეცა სამუშაო-მოვიფიქრო ჩემი პროექტის თემა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, მადლობა  ჩვენს ტრენერს.